ვაზოვანი – ადგილი ყვარლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კავკასიონის ძირას, მდინარე ვაზოვანის გარშემო მდებარე ადგილს ეწოდება, რომელიც მდიდარი ისტორიული წარსულით და ძველი დასახლების ნაშთებით არის ცნობილი. მდინარე ვაზოვანის მარცხენა მხარეს შემაღლებულ ადგილას მდებარეობს ვაზოვანის სახელით ცნობილი ადრექრისტიანული ხანის ეკლესია, რომელიც VI საუკუნით თარიღდება, აღნიშნული ხუროთმოძღვრული ძეგლი ფორმით ახლოს დგას ნეკრესის ბაზილიკასთან და საბუის ნათლისმცემელთან. რიყის ქვით ნაშენი ვაზოვანის ბაზილიკა, შიგნიდან მოხატული ყოფილა. ვაზოვანი ქართული კულტურის, ხელოვნებისა და ისტორიის მნიშვნელოვანი ადგილია.
სწორედ ამ ისტორიულ ადგილზე, 2011 წელს დაარსდა კომპანია ინვინო, რომელიც აერთიანებს ქართული ღვინის წარსულსა და თანამედროვეობას.
კომპანიას ვაზოვანის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე, გაშენებული აქვს 11 ჰექტარი ვენახი, სადაც წარმოდგენილია როგორც აბორიგენული, ისე ინტროდუცირებული ვაზის ჯიშები და ვაზოვანის ბრენდის სახელით აწარმოებს რამდენიმე დასახელების ღვინოსა და მაღალ-ალკოჰოლურ სასმელს.
,,ვაზოვანი’’ აერთიანებს მეღვინეობის 8000 წლოვან ისტორიას, ქართული კულტურის იდენტობას და ინოვაციებს.